2021 წელს, საქართველოში განქორწინებულთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით გაიზარდა – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
მონაცემების თანახმად, გასულ წელს, საქართველოში რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება, რაც 41.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.0 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.5 წელს.
2021 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეულია, რაც 39.4%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ორივე სტატისტიკაში თბილისი და აჭარა ლიდერობენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში 2021 წელს ყველაზე მეტი, 60 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა