23 000 საათი ჰაერში და 46 წელი ავიაციის სამსახურში – ავიაკომპანია Myway Airlines-ის მფრინავმა, ილია მარტაშვილმა რამდენიმე დღის წინ ბოლო რეისი შეასრულა და მფრინავის კარიერა დაასრულა.
Myway Airlines-ის ინფორმაციით, მარტაშვილმა საქმიანობა 1974 წელს AN-2 ტიპის ხომალდზე დაიწყო, მას შემდეგ იყო TU-134 და Boeing 737, ამ წლების მანძილზე ქართველა მფრინავმა, თითქმის მთელს მსოფლიოს შემოუფრინა. მე-2 თაობის მფრინავს სხვა პროფესიაზე არასდროს უფიქრია, ოჯახის ტრადიციას დღეს მისი ვაჟი აგრძელებს, რომელიც ავიაკომპანია Myway Airlines-ის ხომალდის მეთაურია.
ილია მარტაშვილის თქმით, იმისთვის, რომ გახდე კარგი მფრინავი, განსაკუთრებული უნარი არ გჭირდება, მთავარი ფრენის და მფრინავის პროფესიის სიყვარულია.
აღსანიშნავია, რომ ილია მარტაშვილი ავიაკომპანია Myway Airlines-ში, CHIEF PILOT-ის და უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას.