LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22:00 საათის შემდეგ დაკეტეთ: რესტორნებს მუშაობა მთელ საქართველოში ეკრძალებათ

108
img-3575

მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათიდან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე.

“გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით შეზღუდვა მოქმედებს იმ სოციალური ღონისძიებების ჩატარებაზე, როგორიცაა ქორწილები ქელეხები, დაბადების დღეები და სხვა. სტუმრების რაოდენობა უნდა შეადგენდეს მხოლოდ ათ ადამიანს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

გარდა ამისა, სავალდებულო გახდა ღია სივრცეში პირბადეების ტარება.

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

 

ამასთან, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ “არ ვგეგმავთ არანაირ სისტემურ „ლოქდაუნს“, წერტილოვანი შეზღუდვებს ვაგრძელებთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები