LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 თებერვლიდან თბილისის მოსახლეობას 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება

143
foto 33

მომდევნო კვირიდან თბილისის მოსახლეობას  180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, მერიამ შეიძინა 300 მიკროავტობუსი, მიმდინარეობს ჩანაცვლება ყვითელი ავტობუსების, რომლებიც არაკომფორტულია, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს.

„ამ მიკროავტობუსებს ჩანაცვლების პროგრამა დაწყებულია, 300 ერთეული შევიძინეთ 120 უკვე გასულია ხაზზე, ორშაბათიდან კი, 180 ერთეული მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება.

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება. წლის ბოლოს 2021 წელს მთლიანად ჩანაცვლების პროცესი დასრულებული იქნება. შესყიდული გვყავს ავტობუსები და ველოდებით შემოსვლას, ამის შემდეგ ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ ივლიან. ორშაბათიდან 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.