Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

53
1

1874 წლიდან, 22 ოქტომბერს ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

საქართველოში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს ეროვნული სატყეო სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა.

“ამ მიმართულებით საქმიანობის მასშტაბები ბოლო წლებში თვალსაჩინოდ გაიზარდა. 2013 წლიდან დღემდე, აღდგენილია 1100 ჰა ფართობი ტყის მასივი, აქედან, მიმდინარე წელს, ხეები დაირგო 444 ჰექტარზე.

ტყის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის ტერიტორიაზე დარგულია 900 000-მდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი”, – აცხადებენ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

ტყის აღდგენის ღონისძიებების პარალელურად, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ეწყობა დროებითი სანერგეები, იქმნება სწრაფმზარდი მცენარეების (აკაცია) პლანტაციები, რითიც სააგენტო ასრულებს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ ნაკისრ ვალდებულებასა, რაც გულისხმობს, 2030 წლამდე, ტყის აღდგენა ყოველწლიურად არანაკლებ 150 ჰა ტერიტორიაზე განხორციელდეს.

ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი კი ამერიკელი ბოტანიკოსი, სოფლის მეურნეობის მინისტრი სტერლონგ მორტონია.