LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 მაისს საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში იხსნება

21

კვირას, 22 მაისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში ოფიციალურად იხსენება. რბოლები გაიმართება სამ კლასში – ფორმულა, ლეგენდა, BMW Compact და ჰონდა სივიკი.

რბოლაში მონაწილეობას ჯამში ორმოცამდე სპორტსმენი იღებს. სეზონი ოფიციალურად 14:00 საათზე იხსნება და სხვადასხვა კლასის რბოლები ხუთ საათამდე გაგრძელდება.

სტარტზე, ქართველ სპორტსმენებთან ერთად დგანან უცხოელი მრბოლელები რუსეთიდან, ლატვიიდან და გერმანიიდან. მათი გუნდები შეეცდება ქართველი მრბოლელების დამარცხებას ფორმულისა და ლეგენდის რბოლებში.

საინტერესოა, რომ საქართველოს ჩემპიონატის რბოლებს, იღებს გადამღები ჯგუფი ბოლივუდიდან, მომავალი საკმაოდ მასშტაბური პროექტისთვის, რომლის სახელწოდებაა “ავტომობილი”. ეს ნიშნავს, რომ ქართული რბოლის კადრებს მილიარდნახევარი მაყურებელი ეყოლება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ღონისძიებაზე დასწრებას.

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან – პირველი არხი, ტვ პირველი, რადიოები – ფორტუნა +, არ დაიდარდო, ავტორადიო, რადიო ჯაკო.