უკრაინული მედიის ცნობით, სუმის რეგიონში რუსი სამხედროები სასამართლოს წინაშე პირველად წარდგებიან. ამავე ინფორმაციის თანახმად, პირველი რუსი ჯარისკაცი, რომელსაც გაასამართლებენ, 21 წლისაა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ 21 წლის რუსმა ჯარისკაცმა, 28 თებერვალს, სუმის რაიონის სოფელ ჩუპახივკასთან, უიარაღო მკვიდრი, გზის პირას, ველოსიპედით სეირნობისას მოკლა.“– განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ოკუპანტს 10-დან 15 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.