LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 წლის ინდონეზიელმა ავიადისპეტჩერმა ასობით მგზავრი სიკვდილს გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა

79

21 წლის ინდონეზიელმა ავიადისპეტჩერმა , ანტონიუს გუნავან აგუნგმა,  ასობით მგზავრი სიკვდილს გადაარჩინა.აგუნგი სამეთვალყურეო კოშკში იმყოფებოდა, როდესაც ინდონეზიას 7,5 მანიტუდის სიმძლავრის სტიქია დაატყდა თავს.ყველა დისპეჩერმა კოშკი მიატოვა, ხოლო აგუნგმა ძლიერი ბიძგების მიუხედავად პოსტის დატოვებაზე უარი თქვა და პილოტებს სამგზავრო ლაინერის უსაფრთხოდ დაჯდომაში დაეხმარა.

მას შემდეგ, რაც ის დარწმუნდა, რომ თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა პალუს აეროპორტში, ის  მეოთხე სართულიდან გადახტა, თუმცა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ , მიღებული მძიმე ტრამვების გამო გარდაიცვლა.

ბოლო მონაცემებით, ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 832-ს აღწევს. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები