LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„21-ე საუკუნის უნიჭიერესი მსახიობი“ – „სამართლიანობის ლიგიდან“ „ჯოკერის“ პირველი ფოტო გავრცელდა

417
jared-leto-joker-justice-league-zack-snyder-cut

როგორც ცნობილია, ჯარედ ლეტო „ჯოკერის“ როლს მეორედ შეასრულებს. პირველად მან საკულტო გმირი „თვითმკვლელთა რაზმში“ განასახიერა, 2020 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ამ როლს „სამართლიანობის ლიგაშიც“ მოირგებს.

სულ ცოტა ხნის წინ რეჟისორმა ზაკ სნაიდერმა „სამართლიანობის ლიგიდან“ პირველი კადრი გაავრცელა, რომელზეც მსახიობი ჯარედ ლეტოა ახული.

ფოტო შავ-თეთრია, მსახიობი კი ჩვეული ოსტატობით სთავზობს საზოგადოებას საოცარ გარდასახვას, როგორც ჩანს, წინ საოცარი სანახაობა გველოდება.

„21-ე საუკუნის უნიჭიერესი მსახიობი“, – ასე აფასებენ ლეტოს ინტერნეტსივრცეში.

პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები