LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21-ე საუკუნის გახმაურებული საბანკო ძარცვები: ერთ-ერთი საქართველოა, ოღონდ ზუგდიდი არა

299
FORTUNA.GE (20)

როდესაც საქმე ბანკის ძარცვას ეხება, პირველი, ვინც შეიძლება გაგახსენდეთ, ბონი და კლაიდია. მათ მიერ განხორციელებული ძარცვები უჩვეულო და სენსაციური იყო. გთავაზობთ რამდენიმე გახმაურებულ და ისტორიულ ძარცვას.

1976 წელს საფრანგეთში, ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა, რომელიც არა გადაცემული ფასეულობების მოცულობით გამოირჩეოდა, არამედ აღსრულების ფაქიზი მეთოდით. ოპერაციისთვის განსაკუთრებული დღე შეირჩა, არდადეგების პერიოდი. ყველა სადღესასწაულო ღონისძიებით იყო დაკავებული, ჯგუფმა ლიდერ ალბერტ სპაგარიასთან ერთად, ბანკის ქვეშ გვირაბი გათხარა და იატაკიდან შეიჭრა. ამ ისტორიაში ყველაზე სასაცილო ის არის, რომ 60 მილიონი ფრანკის აღების შემდეგ, მძარცველებმა შევბულების მოწყობა გადაწყვიტეს და ოთხი დღე, დანაშაულის ადგილზე გაატარეს, სადაც ისინი ღვინოს სვამდნენ, საუბრობდნენ, ბანკის ღირსშესანიშნაობებით აღფრთოვანებული იყვნენ. ბოლოს, კედელზე ექსპრესიული წარწერა დატოვეს: ”არავითარი სიძულვილი, ძალადობა, იარაღი”.

 

1994 წელს, ერთ-ერთი მთავარი ყაჩაღობა ამჯერად, ნიუ-იორკში მდებარე CITI BANK-ში მოხდა. იქ არა მხოლოდ მოპარული ფულის საფრთხე იყო, არამედ მისი რეპუტაცია და მსოფლიო ეკონომიკის ბალანსიც რისკის ქვეშ დადგა.
ვლადიმირ ლევინი, რომელიც პეტერბურგში იმყოფებოდა, კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი იყო და თანხებს ანგარიშებზე ანაწილებდა. თუმცა, საბანკო ანგარიშიდან ფულის გაქრობა მოხდა. ამ დროს, უცხოელი ინვესტორები ჩიოდნენ. თუმცა, დამნაშავის პოვნა უკიდურესად რთული აღმოჩნდა.
კვალზე გასასვლელად, დაახლოებით ერთი წელი გახდა საჭირო. ეს საქმე, დღემდე ერთ-ერთ ყველა გასაიდუმლოებულად მიიჩნევა.
სასამართლო პროცესი 1995 წელს შედგა. ინფორმაციის უმეტესობა საზოგადოებისთვის მიუწვდომელი დარჩა.

 

1987 წელს, ლონდონში, ისტორიული ძარცვა განხორციელდა. ერთი მძარცველი, ბანალური გეგმით, რომელიც საშუალო მოქმედებითი ფილმის სცენას ჰგავდა. კრიმინალები, როგორც რიგითი სტუმრები ისე შევიდნენ “Knightsbridge” ბანკში. იარაღს მალავდნენ. წარმატებები უსურვეს პერსონალს. შემდეგ კი დაიწყეს მუქარა და თანხის გამოძალვა. მძარცველებმა 113 მილიონი დოლარი წაიღეს.

 

 1971 წელს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფინანსური დანაშაული, ბეიკერის ქუჩის ძარცვა იყო ლონდონში. ამ საქმის გარშემო ჯერ კიდევ ბევრი ლეგენდა და საიდუმლო არსებობს. ლოიდსის ბანკიდან მძარცველებმა, 1.5 მილიონი ფუნტის გაიტანეს და იმავე თანხით ძვირფასეულობა მოიპარეს.
ბანკის გვერდით გალერეა იყო, რომელსაც თავდამსხმელები ქირაობდნენ. ჯგუფმა 15 მეტრის სიგრძის გვირაბი გათხარა. ეს ყველაფერი ღამით ხდებოდა, ამიტომ ეჭვი არავის გაჩენია. ბანკში შეღწევის შემდეგ, მათ მიზანს მიაღწიეს – სეიფი, ასაფეთქებელი ნივთიერებების დახმარებით გახსნეს და გაძარცვეს. 2008 წელს, ფილმი გადაიღეს, რომელიც იგივე სახელწოდებით იყო “ბეიკერის ქუჩის ძარცვა” და მომხდარს გადმოცემდა.

 

1963 წლის აგვისტოში, ბრიუს რეინოლდსი და მისი ბანდა, ბრეიდეგოს რკინიგზის ხიდთან მატარებელში ჩასხდნენ 2,6 მილიონი ფუნტით ან 50 მილიონი ფუნტით ჩამოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უზარმაზარი თანხა იყო და ბანდიტების უმეტესობამ დატოვა ქვეყანა, საბოლოოდ არ გაუმართლათ და ყველა დაიჭირეს.

 

 

1983 წლის 26 ნოემბერს Brink’s-MAT-ის ძარცვა მოხდა. ექვსი მძარცველი, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში, Brink’s-MAT-ის საწყობში შეიჭრა. იმ დროს საუბრობდნენ, როგორც ”საუკუნის დანაშაულზე”. გვარდიელმა ენტონი ბლეკმა, საწყობში ბანდა შეუშვა. მძარცველები 3 მილიონი ფუნტის მოპარვას გეგმავდნენ. თუმცა, სამი ტონა ოქროს ზოლი აღმოაჩინეს და 26 მილიონი ფუნტის ღირებულების ოქრო, ბრილიანტები და ფული მოიპარეს. შიგნით შეღწევის შემდეგ, ისინი თანამშრომლებს ბენზინს ასხამდნენ და ემუქრებოდნენ. ვერც მოპარული ოქროს უმეტესობა იპოვნეს და ვერც, ოთხი მძარცველი. BBC-ის ცნობით, ზოგი ამტკიცებს, რომ ვინც დიდ ბრიტანეთში 1983 წლის შემდეგ, შეძენილ ოქროს სამკაულებს ატარებს, სავარაუდოდ, Brink’s-MAT -ის ოქროა.

 

2015 წლის 24 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, ”საქართველოს ბანკის” ცენტრალური ფილიალიდან ინკასაციის მანქანით, დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ეროვნული ვალუტით დატვირთული ინკასაციის მანქანა რადარებიდან გათიშეს, ქალაქის ერთ-ერთ უბანში დააგდეს, თანხა კი ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაიტანეს და ქვეყნიდან გავიდნენ.
იმ დროს არსებობდა ვერსია, რომ ”საქართველოს ბანკიდან” დაახლოებით 10 მილიონი ლარი ინკასატორებმა გაიტანეს. ეს ფაქტი საუკუნის ძარცვად შეფასდა, თუმცა, ბანკმა ამას ინციდენტი უწოდა და გატაცებული თანხის ოდენობა, როგორც კომერციული საიდუმლო არ გაამჟღავნა.
შემდეგ გაირკვა, რომ ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, რომელსაც სახლის ეზოში 10 000 ლარი ჰქონდა ჩამარხული. თანხა პოლიციის თანდასწრებით ამოიღეს. მას კი სასამართლომ 8 ათასიანი გირაო შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები