LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 აგვისტოდან მესტიაში საკარანტინე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნება

96
BeFunky-collage (99)

21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნება.

ინფორმაცია ამის შესახებ “ფორტუნას” სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა დაუდასტურა. მისი განმარტებით, შეზღუდვები მოიხსნება ლენჯერის ტერიტორიული ერთეულის ნაწილში. თემიდან ზევით დაკეტილი მხოლოდ ერთი სივრცე დარჩება. გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ქვედა ზონა, სადაც ჩატარებული ტესტირებით არც ერთი დაინფიცირებული არ გამოვლენილა.

“გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდვების 12 დღიანი პერიოდი 21 აგვისტოს სრულდება და ასევე ჩატარებული ტესტირების შედეგად არ გამოვლენილა არც ერთი შემთხვევა, მესტიის მუნიციპალიტეტის ქვემო ნაწილი გაიხსნება. გაიხსნება ასევე ლენჯერის ტერიტორიული ერთეულის ნაწილიც და თემის ზევით მხოლოდ ერთი ჩაკეტილი სივრცე დარჩება. შემდგომი სიტუაცია უკვე ადგილზე განვითარებულ ეპიდმდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. არ გამოვრიცხავ ზომები კვლავ გავამკაცროთ”, – განაცხადა “ფორტუნასთან” გუბერნატორის მოადგილემ.

შეზღუდვების მოხსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაც.

“მესტიის მუნიციპალიტეტში გაკეთებული 3509 PCR ტესტის საფუძველზე, გვაქვს 33 დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა მხოლოდ ლენჯერის და მესტიის თემებში. გამომდინარე იქიდან, რომ საკარანტინო ვადის პირველი 12 დღე გადის 21 აგვისტოს, აღნიშნული შედეგები აჩენს შესაძლებლობას, რომ 21აგვისტოდან გაიხსნას ყველა ადმინისტრაციულ ერთეული, მესტიის და ლენჯერის გარდა. მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ფორმირდება, როგორც ერთიანი ჩაკეტილი სივრცე, რომლის შიგნითაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები