Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
2034 წელს მსოფლიოს, შესაძლოა, პირველი ტრილიონერი ჰყავდეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2034 წელს მსოფლიოს, შესაძლოა, პირველი ტრილიონერი ჰყავდეს

194
23

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლმა ორგანიზაციამ Oxfam International-მა გლობალური უთანასწორობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

Oxfam-ი, რომელიც წლებია სუპერ მდიდრებსა და მსოფლიოს მოსახლეობას შორის მზარდ უთანასწორობაზე ამახვილებს ყურადღებას, ხაზს უსვამს, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ეს ნაპრალი კიდევ უფრო გაზარდა. უფრო კონკრეტულად, მსოფლიოს ხუთი უმდიდრესი ადამიანის – ილონ მასკის, ბერნარ არნოს, ჯეფ ბეზოსის, ლარი ელისონის და უორენ ბაფეტის ქონება 2020 წლის შემდეგ 114%-ით გაიზარდა.

Oxfam-ის დროებითი აღმასრულებელი დირექტორი ამიტაბ ბეჰარი ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მსოფლიო განსაკუთრებულად უთანასწორო დაყოფის ათწლეულში შედის. მისი თქმით, მსოფლიოს, რომელსაც სიღარიბის აღმოსაფხვრელად 200 წელი მაინც სჭირდება, 2034 წლისთვის პირველი ტრილიონერი ეყოლება.

კვლევის თანახმად, პირველი ტრილიონერი, ანუ ის, ვის ქონებასაც ისეთივე ღირებულება ექნება, როგორც საუდის არაბეთის ნავთობით მდიდარ მიწას, შესაძლოა, ამჟამად უმდიდრესი ადამიანების სიაში საერთოდ არ იმყოფებოდეს.

ცნობისთვის, მსოფლიოში პირველი მილიარდერი ჯონ როკფელერი იყო, მისმა ქონებამ მილიარდს 1916 წელს მიაღწია. ამჟამად კი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი, თითქმის 250 მილიარდიანი ქონებით, ილონ მასკია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები