კომპანია BMW 2 წლის ვადაში 6 ახალ ელექტრომობილს წარადგენს. ეს მანქანები ახალ პლატფორმაზე აიგება და მომავალი თაობის ელემენტებს მიიღებს.
„ახალი კლასის“ პირველი ავტომობილები 2025 წლის ბოლოს უნგრეთის ქარხნის კონვეიერზე დადგება. 2026 წლიდან კი სამუშაოებს BMW-ს უძველესი ქარხანა, მიუნხენის საწარმო შეუერთდება. ხოლო 2027 წლიდან ახალი თაობის ელექტროქარებს მექსიკაშიც ააწყობენ.
სამოდელო წელთან დაკავშირებით გეგმები შემდეგია: 24 თვის განმავლობაში მინიმუმ 6 ელექტრომობილის წარდგენა, თანაც პირველი გახდება კომპაქტური სედანი და სპორტული კროსოვერი.
2030 წლისთვის ბრენდის გაყიდვების ნახევარზე მეტი ელექტრომობილებს მოიცავს. ახალი თაობის ეკოლოგიური მანქანები განსხვავებულ არქიტექტურას და ძრავას მიიღებენ.