LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლიდან დიზელის ძრავის მქონე ავტომობილები ქალაქში აღარ იმოძრავებენ

23

პარიზის, ათენის, მადრიდისა და მეხიკოს მერები დიზელის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვაზე შეთანხმდნენ. მათი გადაწყვეტილებით, 2025 წლიდან დიზელის ძრავის მქონე ავტომობილები თუ სატვირთოები ქალაქში აღარ იმოძრავებენ. ამის სანაცვლოდ, კი ისინი ალტერნატიულ ტრანსპორტს – ელექტრომობილებს, ჰიბრიდულ და წყალბადის ავტომობილებს მეტ ყურადღებას მიაქცევენ.

გარდა ამისა, მერებმა პირობა დადეს, რომ ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ზონები და ველოტრასები უფრო განვითარდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში დიზელის ძრავიან ავტომობილებს ძალიან აკრიტიკებენ, რადგან ისინი გარემოს აბინძურებენ და ადამიანის ჯანმრთელობასაც დიდ ზიანს აყენებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები