LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წელს პირველი კოსმოსური სასტუმრო გაიხსენება

455
von-braun-space-station-hotel-lounge

კომპანიამ Gateway Foundatio, რომელიც კოსმოსური სასტუმროების მშენებლობით არის დაკავებულია, მიზნად დაისახა, კოსმოსის მონახულება ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

უკვე 2025 წელს კოსმოსური სასტუმროს მონახულებას კვირაში 100-მდე ადამიანი შეძლებს, თუმცა, დიდი დანახარჯის გამო, კოსმოსური ტურიზმი მაინც მხოლოდ ძალიან მდიდრების ხვედრი იქნება.

სასტუმროების ქსელი განსაკუთრებული ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, ხელოვნური გრავიტაცია სასტუმროში ყოფნას უფრო კომფორტულს გახდის.

სასტუმროს დიზაინი 1950-იან წლებში შეიქმნა ვერნერ ფონ ბრაუნის მიერ.

კონსტრუქცია ბორბლის ფორმისაა, მისი სიგრძე 190 მეტრია, შედგება 24 მოდულისგან, სადაც განთავსებულია საძინებლები და სხვა დამხმარე ოთახები.

ზოგიერთი აპარტამენტი სასტუმროს ნომრებად, ზოდი კი სამეცნიერო კვლევებისთვის გაქირავდება. კოსმოსური სასტუმრო 400-მდე ვიზიტორს დაიტევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები