Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მარტი 14, 2024 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

93 წლის ასაკში საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია გარდაიცვალა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია. ინფორმაციას ლამარა ჭყონიას ოჯახის წევრები ავრცელებენ.

ლამარა ჭყონია  1956-1960 წლებში, ხოლო შემდეგ 1968 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1960-1968 წლებში იყო კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს: მარო, ეთერი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ტატიანა, იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ჩიო–ჩიო–სანი (პუჩინის „ჩიო–ჩიო–სანი“, ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემია ამ პარტიის შესრულებისთვის, 1967), ვიოლეტა (ვერდის „ტრავიატა“).

ლამარა ჭყონია ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც. 1987-1991 წლებში იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი.

ლამარა ჭყონია იყო გლინკას სახელობის კონკურსის (1960), პრაღის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის (1960), სოფიის საერთაშორისო კონკურსის III პრემიისა და ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემიის (1967) ლაურეატი. მიღებული აქვს თამარ მეფის ორდენი (2011), ასევე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2011).

ლამარა ჭყონიას შაბათს, 16 მარტს დაკრძალავენ. მისი გამოსვენება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან მოხდება.