LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლისთვის ჩვენ დავასრულებთ 200კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას – ცქიტიშვილი

81
131728875-3953200068046419-7101244247541684626-o

2024 წლისთვის ჩვენ დავასრულებთ 200კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, რაც სრულად განსხვავებულ რეალობას შექმნის და ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორთან საერთაშორისო სტანდარტის გზებით დაგვაკავშირებს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა .

მისი თქმით, საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობა სწრაფ რეგიონულ განვითარებას განაპირობებს. „ახალი გზები რეგიონებში მეტ ტურისტს, მეტ ინვესტიციებს და დასაქმებას ნიშნავს. სწორად ამიტომ, პანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მინისტრმა მიმდინარე წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა და თქვა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი სწორედ საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება.

ცნობისთვის, 2021 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 2,367 მილიონ ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები