LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის საბავშვო ევროვიზიას ესპანეთი უმასპინძლებს

138
Untitled design

2024 წლის საბავშვო ევროვიზია წლის ბოლოს ესპანეთში გაიმართე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ცნობილია, რომ აღნიშნულ კონკურსს ისტორიაში პირველად ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Radiotelevisión Española (RTVE) უმასპინძლებს.

2023 წელს, საბავშვო ევროვიზიაზე, რომელიც ნიცაში გაიმართა, ესპანეთმა მეორე ადგილი დაიკავა, კონკურსი კი ფრანგმა კონკურსანტმა მოიგო, თუმცა France Télévisions-მა კონკურსის ორგანიზება წელს RTVE-ს გადასცა.

ესპანეთმა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2004 წელს მოიგო. თუმცა საბავშვო ევროვიზიის წესები არ ავალდებულებს გამარჯვებულ მაუწყებელს, უმასპინძლოს კონკურსს შემდეგ წელს, როგორც ეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსშია.

„საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვებიდან ოცი წლის შემდეგ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ, რომ საბოლოოდ კონკურსს ესპანეთში ჩავატარებთ. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ RTVE მასპინძლობს კონკურსს“, – აცხადებს საბავშვო ევროვიზიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი მარტინ ოსტერდალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები