სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2024 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა წარადგინა, რომელიც 57 აუდიტით განსაზღვრა (შარშან 52 უწყება შემოწმდა). უფრო კონკრეტულად, ჩატარდება: 13 ფინანსური, 28 შესაბამისობის და 16 ეფექტიანობის აუდიტი.
ფინანსური აუდიტი:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
- საგადასახადო შემოსავლები
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება
- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება
უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტები
- საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტი
- უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ხარჯვითი ოპერაციებისა და ქონების მართვის შესაბამისობის აუდიტი
- მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტი
შესაბამისობის თემატური აუდიტები
- ა(ა)იპ – ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის შესაბამისობის აუდიტი
- სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტი
- სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისობის აუდიტი
- სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისობის აუდიტი
- სსიპ – სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის – „დელტას“ აქტივების მართვისა და შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი
- სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შესაბამისობის აუდიტი
- სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) შესაბამისობის აუდიტი
- შპს „ენგურჰესის“ შესაბამისობის აუდიტი
- საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი
- ქედის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
- შუახევის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
- ხულოს მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
- აბაშის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
- კასპის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
- ონის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის – „მოსახლეობის სოციალური დაცვა“ ფარგლებში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი
- სსიპ – ეკონომიკური პროგრამების სააგენტოში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი
- შპს „სამედიცინო ცენტრ „დიომედში“ შემოსავლების, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის, მიღება/ხარჯვისა და გამოყენების შესაბამისობის აუდიტი
ეფექტიანობის აუდიტები
- შრომის უსაფრთხო პირობების ხელშეწყობა
- გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ზოგადი განათლების სფეროში
- „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის მართვა (შემდგომი რეაგირება)
- ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებები
- საჯარო სექტორში არსებული რეესტრებისა და მონაცემთა ბაზების მართვა
- მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების აღრიცხვა, ანალიზი და გამოყენება
- შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP)
- შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა კარიერული და წოდებრივი ზრდის სისტემების მართვა
- სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო პროცესის ეფექტიანობა
- სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა
- განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების სოციალური ინტეგრაცია
- პანდემიის შემდგომ პერიოდში ინფექციების მართვა
- ციფრული ჯანდაცვა
- სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობა
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვა
- მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა და განკარგვა