LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: არის არაერთი ქვეყანა, რომელიც დახმარების ხელს აუცილებლად გამოგვიწვდის, მაგრამ ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს

არის არაერთი ქვეყანა, რომელიც დახმარების ხელს აუცილებლად გამოგვიწვდის, მაგრამ ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„არის არაერთი ქვეყანა, რომელიც დახმარების ხელს აუცილებლად გამოგვიწვდის, მაგრამ ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს.

საჭიროება გამომდინარეობს სპეციფიკიდან, რომელიც დღეს აქვს ამ სამუშაოებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 16 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

„გუშინ 2 ადამიანი გამოვიდა კონტაქტზე, რომლებსაც ვეძებდით” – ლერი ბარნაბიშვილი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის შვიდი თუ რვა ბავშვია

ახლობლები შოვში სტიქიის დროს დაკარგულ ლევან რაზმაძეს ეძებენ

„ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, სამირა არ გვიპოვია, უბრალოდ, ლოკაცია გვაქვს მეზობლის ტელეფონიდან“ – დაკარგული სამირა ისაევას ძმა

შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში