LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერი და ამაყი ვარ…ჩემმა პირველმა სიმღერამ, მხოლოდ სამ კვირაში შეძლო მილიონი ნახვის დაგროვება” – ბარბარა სამხარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისმა პირველმა სიმღერამ მხოლოდ სამ კვირაში მილიონი ნახვის დაგროვება შეძლო.

ბარბარა გამოქვეყნებულ პოსტში საზოგადოებას მადლობას უხდის.

„სიმღერა OCEAN SIDE არ იყო კომერციული მოგებისთვის გათვლილი.
ეს იყო ჩემი გულის და სულის ამოძახილი, რომელსაც მეგონა ერთეულები აღიქვამდნენ.

მე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ეს შევძელი!
ჩემმა პირველმა სიმღერამ, მხოლოდ სამ კვირაში შეძლო მილიონი ნახვის დაგროვება.
მადლობა! ეს ყველაფერი ერთად შევძელით”, – წერს ბარბარა სამხარაძე.

ბარბარა სამხარაძის სიმღერა, რომელიც საკუთარ მისაღებ ოთახში ჩაწერა: „შვილმკვდარმა ქალბატონმა მომწერა, არაფერი მაბედნიერებს, შენს სიმღერას რომ ვუსმენ, მაშინ ვმშვიდდებიო…“

ვიდეო: „ეს სიმღერა ვარ მე“ – ბარბარა სამხარაძე ახალ ჰიტზე – Ocean Side, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობა მოიპოვა

ბარბარა სამხარაძის ახალმა სიმღერამ მსმენელების გულები დაიპყრო: “მწერენ, რომ ამ სიმღერამ სიმშვიდე აპოვნინათ და ძილის პრობლემა მოუგვარათ!..”

“ნორმალურად არ მძინებია.. ასე ცოცხლად და ბედნიერად თავი დიდი ხანია არ მიგრძნია” – ბარბარა სამხარაძის ემოციური მიმართვა

„ვინმემ, აი ამ ბავშვს უთხარით, მოჭრილ „ჯირკვზე“, რომ დგას და ჯოხით მღერის… გუშინ გამოუშვა თავის პირველი საავტორო სიმღერა“ – ბარბარა სამხარაძის ემოციური ვიდეო