LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ავტომობილის საშუალო ღირებულება მალე 50 ათას დოლარს გადააჭარბებს – Toyota

აშშ-ში ავტომობილის საშუალო ღირებულება მალე 50 ათას დოლარს გადაუსწრებს, ასე ფიქრობენ Toyota-ში. საქმე ისაა, რომ მოთხოვნა მიწოდებას წელსაც გადაუსწრებს, დაახლოებით 6 მილიონი პოტენციური მყიდველი იძულებული გახდება საუკეთესო მომენტს დაელოდოს, რათა სასურველი ავტომობილი შეიძინოს.

ახალი ავტომობილების მიმართ გაზრდილ ინტერესთან ერთად, იზრდება მოთხოვნა მეორად ავტომობილებზეც. რაც ბუნებრივია, მეორადი ავტომობილების მაღალ ფასზეც იქონიებს გავლენას.

ავტო სამყარო პანდემიის შემდეგ გამოფხიზლებას აგრძელებს, თუმცა საჭირო ნაწილების დეფიციტი კვლავ აქტუალურია. საწარმოები საჭირო ნაწილებით უზრუნველყოფილი რომ ყოფილიყო, 2023 წელს ახალი ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი 16,7-17 მილიონ მანქანამდე გაიზრდებოდა.