აშშ-ში სარბოლო ტრასას 4,2 მილიონ დოლარად ყიდიან. ასე შეფასდა ალაბამას შტატში მდებარე სარბოლო ტრეკი, რომელსაც გამოცემა The Drive ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესოდ თვლის. გასაყიდად გამოტანილია პარკი Capital City Motorsport – რომელიც იმ ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც საათში 550 კმ-ს ავითარებს. ტერიტორიის ფართობი 55 ჰექტარია და იქვეა რამდენიმე ნაგებობა და მაყურებელთა ტრიბუნები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სარბოლო ტრეკი სრულად ფუნქციონირებს და 2023 წლის შეჯიბრებების კალენდარშიც ფიგურირებს. იქ აშენებულია სადისპეტჩერო, სუვენირების მაღაზია, ბილეთების ჯიხურები და სხვა. ტერიტორიაზე მოწყობილია საზოგადოებრივი ტუალეტი, საკონცერტო მოედანი და ვიზიტორთათვის პარკინგიც.