ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შვილს ემოციურ ლექსს უძღვნის.
“სვეტიცხოვლის სისპეტაკეს თოვლის სისპეტაკე მიმატებია, როგორი ლამაზია სვეტიცხოველში ნიკოს ხე დათოვლილი… არქიმანდრიტ სერაფიმეს მადლობა, საოცარი story -ის გაზიარებისთვის.
“თოვლმა ფიფქები ჩამოყარა ზეციდან ცრემლად.
გადაათეთრა არემარე შეგცივდა ნეტავ?
სულში დაზამთრდა სამუდამოდ, სუსხმა მომიცვა.
ნეტავ უშენოდ ახალი წელი რისთვის მოვიდა “???
ი.ო.”, – წერს სოციალურ ქსელში იზა ომაძე.
ამავე თემაზე:
ვიდეო: იზა ომაძე – „19 დეკემბრიდან ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი ოფიციალურად იფუნქციონირებს“
ჩემს მონატრებას იმით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს: იზა ომაძე