LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის საუკეთესო საშობაო დანიშნულებები

148
HERO-Reindeer-sledge-in-winter-Lapland-Finland-GettyImages-1058336134-1

გემრიელი საკვები, ღვინო, საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ და განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა – ყველამ ვიცით თუ როგორი უნდა იყოს შობა. თუმცა, რეალობა ზოგჯერ განსხვავებულია და სახლში გატარებული ეს დღესასწაული დაღლილობასთან, სამზარეულოში გატარებულ დიდ დროსთან და სტრესთან ასოცირდება. ამიტომ, შესაძლოა ძალიან კარგი აზრი იყოს სადმე წასვლა, ახალი დანიშნულების აღმოჩენა და დღესასწაულის განსაკუთრებულად გატარება.

1. ისლანდია
ისლანდია საუკეთესო დანიშნულებაა იმ მოგზაურებისთვის, ვინც სადღესასწაულო განწყობას ეძებს. ქვეყანა ახალ წელს საშობაო მარკეტებით, მორთული ქუჩებითა და განათებებით ხვდება. გარემო პირობები კი ახალი წლის განწყობის შესაგრძნობად მართლაც საუკეთესოა.

2. გერმანია
საშობაო დღესასწაულს გერმანიაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. გერმანული საშობაო მარკეტები ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია და საოცარი განწყობისთვის მხოლოდ მთავარ მოედნებზე გასეირნებაც კი კმარა. გერმანიაში თოვლის მოსვლის ალბათობაც საკმაოდ მაღალია, რაც ქვეყანას კიდევ დამატებით ქულებს უწერს.

3. საფრანგეთი
საფრანგეთი, განსაკუთრებით კი მისი მთიანი ნაწილი შობის შესახვედრად მართლაც რომ საუკეთესო ადგილია. თოვლიანი მთები, სათხილამურო კურორტები, ცხელი შოკოლადი და მხიარული ადგილობრივები ახალი წლის აღნიშვნას 31 დეკემბერზე ბევრად ადრე იწყებენ.

4. ავსტრია
თუკი გსურთ, რომ სრულიად ფანტასტიკურ სამყაროში აღმოჩნდეთ – მაშინ ავსტრიას უნდა მიაკითხოთ. ქუჩებში ცხელი შოკოლადის და საშობაო გემრიელობების სურნელი დგას. სადაც არ უნდა გაჩერდეთ სადღესასწაულო განწყობას ყველა კუთხესა და კუნჭულში იგრძნობთ.

5. ლაპლანდია
საშობაო დანიშნულებების სია სრული ვერ იქნებოდა ლაპლანდიის გარეშე. საშობაო ირმები, სანტა, თხილამურები, ლაპლანდია ბავშვებისა თუ ზრდასრულებისთვის ნამდვილად ოცნების ადგილს წარმოადგენს. ზღაპარში მოგზაურობა მართლაც დაუვიწყარი იქნება, თუმცა სანამ წახვალთ ხარჯები და თქვენი ფინანსები კარგად დაითვალეთ, რადგან ეს დანიშნულება ბიუჯეტური ნამდვილად ვერ არის.

6. ნიუ იორკი
ეს ქალაქი შობის სახეს წარმოადგენს, განსაკუთრებით ფილმებში. თოვლის ალბათობა ისეთი მაღალი ვერ არის, როგორც ამას ფილმებში ვხედავთ ხოლმე, თუმცა ცვალებადი ტემპერატურის გამო შანსები ყოველთვის არსებობს. მაშინ როცა ევროპის ბევრ ქალაქში ეკოლოგიაზე ზრუნვის მოტივით საშობაო განათებებს საერთოდ არ ჩართავენ, ნიუ იორკი მთლიანად გაბრდღვიალებული იქნება.

7. ესპანეთი
თუკი საშობაოდ ცოტა ზამთრის მზეზეც არ იტყოდით უარს, მაშინ ესპანეთში, კონკრეტულად კი ტენერიფეზე უნდა წახვიდეთ. ულამაზესი ბუნება, სასიამოვნო ტემპერატურა, დღესასწაული და ბევრი ზეიმი – სწორედ ეს ელით ესპანეთში ჩასულ დამსვენებლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები