LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა

113
ფული

საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ოქტომბრის ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 43.6%-ით ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

2023 წლის ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა – 61 მლნ 760 ათასი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. აღსანიშნავია, რომ წლიური კლება 79%-ია.

ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ასევე განხორციელდა იტალიიდან, აშშ-დან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან და აზერბაიჯანიდან.

2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები