LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 49-ე ადგილზეა

120
123

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ (Transparency International) კორუფციის აღქმის ინდექსის (Corruption Perceptions Index) ახალ ანგარიშს აქვეყნებს.

კვლევა 180 ქვეყნისა და ტერიტორიის მონაცემებს აერთიანებს და თითოეულის მდგომარეობა ასქულიანი სისტემით ფასდება – 100 ქულა საუკეთესო, ხოლო 0 ყველაზე ცუდ შედეგს ნიშნავს.

2023 წლის რეიტინგში საქართველო 53 ქულით 49-ე ადგილს იკავებს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია, თუმცა ის კორუფციის ნაკლებობით რეგიონში კვლავ პირველ ადგილზე რჩება. კვლევის თანახმად, მაჩვენებლის გაუარესება განპირობებულია ძალაუფლების კონცენტრაციითა და ელიტების მკაფიო გავლენით სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე.

2023 წლის ინდექსით რეგიონის ქვეყნების შედეგები ასეთია: რუსეთი – 26 ქულა, აზერბაიჯანი – 23 ქულა, თურქეთი – 34 ქულა, უკრაინა 36 ქულა, მოლდოვა 42 ქულა, სომხეთი 47 ქულა.

2023 წელს ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა დანია (90 ქულა) აღმოჩნდა, მას მოსდევს ფინეთი (87 ქულა) და ახალი ზელანდია (85 ქულა).

ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად 11 ქულით სომალი დასახელდა, რომელსაც 13-13 ქულით ვენესუელა, სამხრეთ სუდანი და სირია მოჰყვებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები