LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 52.65 მლრდ ლარი შეადგინა

118
11

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 1.46 მლრდ ლარით (2.86%-ით) გაიზარდა და დეკემბრის ბოლოს 52.65 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 933.50 მლნ ლარით (3.35%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 528.77 მლნ ლარით (2.27%-ით) გაიზარდა.

2023 წლის დეკემბრის განმავლობაში 2.22%-ით, ანუ 590.97 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 27.19 მლრდ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 50.60 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 183.38 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 668.20 მლნ ლარით, ანუ 3.34%-ით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 851.58 მლნ ლარით, ანუ 2.80%-ით გაიზარდა.

დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.55% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.18%.

უცხოური ვალუტით  განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.78%, ხოლო ევროს წილმა 19.36% შეადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები