LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მლნ 529 ათასი აშშ დოლარი შეადგინა

123
00

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარი შეფასებით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 მლნ 529 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 6 მლნ 090 ათას აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 9.1%-ით), ხოლო იმპორტი 15 მლნ 438 ათას აშშ დოლარს (გაიზარდა 14%-ით).

2023 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9 მლნ 347 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4%-ია.

2023 წელს უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (862 070 აშშ დოლარი), სომხეთი (787 129 აშშ დოლარი) და ყაზახეთი (702 965 აშშ დოლარი). უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულში კი მოხვდნენ: თურქეთი (2 570 105 აშშ დოლარი), აშშ (1 949 302 აშშ დოლარი) და რუსეთი (1 744 469 აშშ დოლარი).

2023 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა (2 126 576 აშშ დოლარით), მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები (479 281 აშშ დოლარით), ხოლო მესამე ადგილზე – ყურძნის ნატურალური ღვინოები (259 039 აშშ დოლარით). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების (3 162 353 აშშ დოლარი), ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (1 166 941 აშშ დოლარი) და დაფასოებული სამკურნალო საშუალებების სახით (542 822 აშშ დოლარი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები