LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს საქართველოში 178 556 ბიომეტრიული პასპორტი გაიცა 

125
ბიომეტრიული-პასპორტები-უფასოდ

2023 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, საქართველოში 178 556 ბიომეტრიული პასპორტი გაიცა. სტატისტიკურ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების სააგენტო ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული:

  • იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის – ბიომეტრიული პასპორტის სანდოობა აღიარებულია საერთაშორისო დონეზე;
  • საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია;
  • ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეზე.

ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია: სააგენტოს დისტანციური მომსახურების საშუალებით; სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში; იუსტიციის სახლებში; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები