LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ტარიფი შემცირდება

131
ფრენა

მომავალ წელს კომერციულ ავიაკომპანიებს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების საფასური შეუმცირდებათ. ამის შესახებ BMG-ის საქაერონავიგაციის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა თეონა ერქომაიშვილმა უთხრა.

მისი თქმით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციაში [Eurocontrol] ტარიფებს წელიწადში ორჯერ განიხილავენ. ქვეყნების მიერ წარდგენილი ხარჯების მიხედვით ორგანიზაცია მოსაკრებელს ამტკიცებს, რაც თითოეული წევრი ქვეყნის შემთხვევაში განსხვავებულია.

“ტარიფის დადგენა დანახარჯთა ბაზის მიხედვით ხდება. ყოველ წელს Eurocontrol-ის ყველა წევრი ქვეყანა წარადგენს დანახარჯთა ბაზას. ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლები მსჯელობენ ამ დანახარჯთა ბაზაზე. მაგალითად, თუ რომელიმე ქვეყანამ გადაწყვიტა გაზარდოს საკუთარი დანახარჯთა ბაზა, ამის დასაბუთება უწევს და რაც მთავარია ეს უნდა შეთანხმდეს ბევრ მხარესთან. ავიაკომპანიები ყოველთვის ცდილობენ დაიცვან საკუთარი ინტერესები და ძალიან არ გაიზარდოს სანავიგაციო ერთეულის განაკვეთი. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი თითოეული ქვეყნისთვის ცალ-ცალკე მიმდინარეობს და აქ ერთიანი მიდგომა არ არსებობს. ანუ ყველა ქვეყანა საკუთარ დანახარჯთა ბაზას  წარადგენს. კერძოდ, წარადგენს გეგმას, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში რა დანახარჯებს პროგნოზირებს და ამის მიხედვით მტკიცდება მომავალი წლის ტარიფი. ჩვენზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველომ შეამცირა ტარიფი გასულ წელთან შედარებით. დანახარჯთა ბაზაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა მომავალ წელს უფრო ნაკლები ტარიფი გვექნება, ვიდრე 2022 წელს გვქონდა”, – აცხადებს ერქომაიშვილი.

კითხვაზე, გაიზრდება თუ არა მოსაკრებლის შემცირებით საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი, რომელიც წელს ისედაც 80%-ით არის გაზრდილი, ერქომაიშვილი ამბობს, რომ ამას მხოლოდ საფასური არ განსაზღვრავს, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

“აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ნებისმიერი ავიაკომპანია საჰაერო სივრცის გამოყენების საკითხს უსაფრთხოებიდან გამომდინარე აფასებს. შემდეგ უკვე დანახარჯები მოდის. Eurocontrol-ის სხვა წევრ მეზობელ ქვეყნებს მაგალითად თურქეთსა და სომხეთს ჩვენთან შედარებით მაღალი ტარიფი აქვთ. ეს აუცილებლად იმოქმედებს გადაწყვეტილების მიღებისას და მეტ ავიაკომპანიას მოიზიდავს ჩვენს საჰაერო სივრცეში”, – ამბობს საქაერონავიგაციის წარმომადგენელი.

წყარო: BM.GE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები