LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს მთავრობა 3.6 მილიარდი ლარის მოცულობის ვალს აიღებს

32
საგარეო ვალი

მომავალ წელს მთავრობა 3.628 მილიარდი ლარის მოცულობის ახალ ვალს აიღებს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2023 წელს 1.4 მლრდ ლარის საშინაო ვალის აღებაა დაგეგმილი, ხოლო საგარეო ვალდებულებების მოცულობა 2 მლრდ 228 მლნ ლარით იზრდება.

2023 წელს მთავრობა 1.218 მლრდ მოცულობის ვალის დაფარვას გეგმავს, საიდანაც 1.175 მლრდ საგარეო ვალდებულებების დაფარვას მოხმარდება.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2023 წელს მთავრობის ვალის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 39%-ის ფარგლებში იქნება.

2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის მოცულობა 21 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც მთლიანი ვალის 76%-ია. ამასთან, საშინაო ვალის ნაშთმა 2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 6.538 მლრდ ლარი შეადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები