ქუთაისის ცენტრში, სასტუმრო „აიეტში“ ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესაძებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ცეცხლი ოთხსართულიანი შენობის სხვენში გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო ჯგუფები მუშაობდნენ.
პოლიციას პერიმეტრი გადაკეტილი ჰქონდა. სასტუმროდან განხორციელდა ევაკუაცია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.