LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საკმაოდ რთულ სამუშაოს ვასრულებდი… მშენებლობა, ავეჯის გადაზიდვა, რესტორანში თეფშების რეცხვიდან დაწყებული”: სამორი ბალდე

ქართველები ზარმაცები არიან და ქართველს მუშაობა არ უნდა… ეს მითი ჩემთვის აშშ-ში დაიმსხვრა, – აღნიშნულის შესახებ სამორი ბალდემ ნოე სულაბერიძის გადაცემაში “ნოესთან” განაცხადა.

სამორი ბალდე აღნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი შრომის დაფასებას ხედავს, ყველაზე მაგრად აკეთებს საქმეს.

“საკმაოდ რთულ სამუშაოსაც ვასრულებდი. მშენებლობა, ავეჯის გადაზიდვა, რესტორანში თეფშების რეცხვიდან დაწყებული…ინსტალაცია და სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა. აქ როდესაც ჩამოდიხარ ეგო საზღვარზე უნდა დატოვო. ხშირად ამბობენ, რომ ქართველები ზარმაცები არიან და ქართველს მუშაობა არ უნდა. ქართველი რა მუშაა. აქ ჩემთვის ეს მითი დაიმსხვრა. სამსახურში სადაც ქართველების გუნდი მუშაობს, ყოველთვის ყველაზე მაგრები არიან. ადამიანი როდესაც ხედავს, რომ მისი შრომა ფასდება, ყველაზე მაგრად აკეთებს საქმეს”, – საუბრობს სამორი ბალდე.

ამავე თემაზე:

წლების უნახავი – ნოე სულაბერიძე სამორი ბალდესთან მანჰეტენზე შეხვედრის კადრებს გვიზიარებს

რომელ ქვეყანაში ცხოვრობს სამორი ბალდე: „თავიდან მშენებლობაზე ვმუშაობდი, შემდეგ ავეჯის გადამზიდავად… სოფელი ჭანჭათი და ჩემი გურია მენატრება…“

ვიდეო: “მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული გმირების ოჯახებს და ახლობლებს…მათ უზენაესი ფასი გადაიხადეს თავისი ქვეყნისთვის” – სამორი ბალდე