Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სექტემბერი 17, 2022 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: ახლაც გვაქვს კონტაქტი.. რუსლან სტეფანჩუკმა ყირიმის პლატფორმაზე მიმიწვია

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა 25 ოქტომბერს, ხორვატიაში დაგეგმილ ყირიმის პლატფორმაზე მიიწვია. ამის შესახებ პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

კითხვაზე, რამდენად აღიქვამს საქართველოს ხელისუფლება არახამიას, არესტოვიჩის და დანილოვის განცხადებებს ოფიციალური კიევის პოზიციად, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოება დარწმუნდა, რომ ცალკეული ადამიანების განცხადებები პარალელური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, რაც იმ პოლიტიკის მიღმაა, რომელიც არის ღია, გახსნილი და ცხადი.

„მანამდე, ერთმანეთს პირადად არ ვიცნობდით. ვიზიტის დროს, იქვე, ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ახლაც გვაქვს კონტაქტი, კომუნიკაცია. მათ შორის, მან მიმიწვია ყირიმის პლატფორმაზე, რომელიც 25 ოქტომბერს ხორვატიაში გაიმართება. მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს, რომელიც არის უკრაინის რადაში და საქართველოს პარლამენტში, აქვთ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა. არის ძალიან თბილი და ისეთი მეგობრული ურთიერთობა, რომელიც უკრაინას და საქართველოს უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან.

ჩვენ ვხედავთ, რომ არის ცალკეული დევიციები და ამის უკან გარკვეული მიზეზებია, მაგრამ მთავარია, საქართველო უკრაინას უდგას გვერდით იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენნაირ სიტუაციაში მყოფ ქვეყანას შეიძლება, გაეკეთებინა.

რეალურად, უკრაინაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველო-უკრაინას შორის თბილი ურთიერთობებით და ეს ურთიერთობები ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.