მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ გადაცემაში „დღის პოსტი“ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მის პირადში ამ ეტაპზე განსაკუთრებული არაფერი ხდება.
„ახლა, ამ პერიოდში მართლა არ მცალია. ადრე ვიტყუებოდი ხოლმე, ლაპარაკი არ მინდოდა და ვამბობდი, რომ დრო არ მაქვს, მაგრამ ახლა მართლა დრო არ მაქვს.
ისე, ურთიერთობა ქართველებთან მიყვარს. უცხოელი მაინც ისე ვერ გაიგებს, როგორც ქართველი. მაგალითად, რაღაცას რომ იხუმრებ შენიანი სხვანაირად გაიგებს, უცხოელი კი სხვანაირად“, – აღნიშნა ნუცამ.
კითხვას, როგორი მამაკაცები მოსწონს, მომღერალი ასე პასუხობს:
„მთავარია რაღაც ქარიზმა ჰქონდეს. ახლა უკვე არაფერი არ მინდა, მთავარია ადამიანთან სულ იცინოდე, კარგ ხასიათზე იყო.
რაში გჭირდება ისეთი ადამიანი, რომ ნერვები გაგლიჯოს, აი, რისთვის?
ისეთ ადამიანთან ყოფნას, ვისთანაც მომავალი არ წარმოგიდგენია, ჯობია არ გყავდეს, საერთოდ. ტყუილად არ მინდა ადამიანებზე დრო დავკარგო”, – ამბობს ნუცა ბუზალაძე.
ფოტო/ვიდეო: „უხ, რა ქალი ხარ“ – ნუცა ბუზალაძე დუბაიში, სანაპიროზე პოზირებს
ნუცა ბუზალაძე დუბაიში საცხოვრებლად გადავიდა: „სახლს ჩემი გემოვნებით ვაწყობ…“