Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მაისი 18, 2022 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მზის ჩასვლა ბოლო იყო პაპასთვის, ისევ იქ ვზივარ, მზე ისევ ჩადის და პაპა, სადღაც ცოცხალი აღარ არის…“ – გიორგი სუხიტაშვილის ემოციური პოსტი “მარტო პაპას” გარდაცვალების შემდეგ

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი „მარტო პაპას“ გარდაცვალების შემდეგ, ემოციურ პოსტს და პაპის ბოლო საღამოს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„ეს ფოტო გუშინ გადავიღე ბაღში ვიჯექი ბალახზე, ვფიქრობდი მზე ჩადის და ალბათ, ბოლო მზის ჩასვლაა იმ განცდით, რომ პაპა სადღაც მაინც ცოცხალია. მართალი აღმოვჩნდი, ეს მზის ჩასვლა ბოლო იყო პაპასთვის.
ახლაც ზუსტად ის დროა, ისევ იქ ვზივარ, მზე ისევ ჩადის და პაპა სადღაც ცოცხალი აღარ არის…
პაპი სადაც ხარ იქაც იხუმრე და იოხუნჯე, შუადღეს ყავა დალიე და საღამოს ტელევიზორს უყურე იქნებ მეც გამოვჩნდე“ – წერს სუხიტაშვილი.

გიორგი სუხიტაშვილის პაპა დღეს გარდაიცვალა. გარკვეული პერიოდის წინ მას ინსულტი დაემართა და გორის კლინიკაში გადაიყვანეს. გიორგი ხშირად აკითხავდა მას სოფელში და მის ვიდეოებს უზიარებდა გამომწერებს. „მარტო პაპა“ ბევრს შეაყვარა და ძალიან პოპულარულიც გახდა.

გიორგი სუხიტაშვილი: „დასრულდა ჩემი ბავშვობა. არ მაწვალა, არც იწვალა, ასე ჩუმად წავიდა… ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა…“