LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Stand Up For Ukraine-ის ღონისძიებაზე უკრაინისთვის 10 მილიარდამდე ევრო შეგროვდა

“დადექი უკრაინისთვის” ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ბიზნესმენებმა და ბანკებმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 10 მილიარდამდე ევრო შეაგროვეს.

შეხვედრას ვარშავაში უმასპინძლა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, თავად ევროკომისიამ 1 მილიარდი ევრო გადარიცხა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლეინმა აღნიშნა, ევროკავშირი ერთ მილიარდ ევროს გამოუყოფს უკრაინას და ომისგან გაქცეული ლტოლვილების მიმღებ ქვეყნებს. კერძოდ, აქედან 600 მილიონი ევრო გადაეცემა უკრაინის მთავრობას და გაეროს, ხოლო 400 მილიონი ევროთი უკრაინის იმ მეზობელ ქვეყნებს დაეხმარებიან, რომლებმაც ლტოლვილები მიიღო.

“ვბრუნდები მკაფიო გეგმით“ – რას აცხადებს ჯოზეფ ბორელი უკრაინის დამატებით დახმარებაზე

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.