LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ანტისაომარი კოალიცია კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ – დროა, სრული ემბარგო დაწესდეს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე

„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთზე „კიდევ მეტი ზეწოლისკენ“ მოწოდებით გამოდის და მისი ქვეყნისთვის თავდაცვით დახმარებას ითხოვს“, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„სხვა ქვეყნებმა უნდა მიჰბაძონ გაერთიანებულ სამეფოს მაგალითს. დროა სრული ემბარგო დაწესდეს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე.

ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ანტისაომარი კოალიცია. ვიმედოვნებთ, რომ ლონდონი მთავარ როლს ითამაშებს ამ პროცესში“, – აღნიშნა ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ბორის ჯონსონთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა ასევე ისაუბრა უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე. „ჩვენ ერთად აღვადგენთ ჩვენს ქვეყანას და ქალაქებს.“– დასძინა ზელენსკიმ.

ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს – ჯონსონი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.