კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსული ჯარები “ძალიან ახლოს არიან დედაქალაქთან” და ქალაქს „რთული ღამე“ ელოდება.
მისივე თქმით, კიევში 5 აფეთქება მოხდა.
„ამჟამად ვითარება შემაძრწუნებელია, გაზვიადების გარეშე. ღამე და დილა რთული იქნება.
რუსული ჯარები ძალიან ახლოს არიან დედაქალაქთან. დივერსიული ჯგუფები ქალაქში სამხედრო და სამართალდამცავ სტრუქტურებს ანეიტრალებენ. დედაქალაქში ხიდები დაცვისა და სპეციალური კონტროლის ქვეშაა. მათ სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები პატრულირებენ“, – განაცხადა მან.
ამასთან, კლიჩკომ აღნიშნა, რომ კიევის საავადმყოფოები საომარ რეჟიმში მუშაობენ.