Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თებერვალი 16, 2022 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღმერთმა მაპატიოს ეს სიტყვები, როცა შვილზეა საუბარი, მაგრამ გულახდილი ვარ, მაშინ ასე ვფიქრობდი, არ ვჩქარობდი: მზეო გოგოჭური

ცნობილი ფოლკლორისტის და პოეტის, ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლე გადაცემას „სხვა ნანუკა“ სტუმრობდა.

პირად ცხოვრებაზე საუბრისას მან განმარტა, თუ რატომ არ ჰყავთ შვილი მას და ვახუშტი კოტეტიშვილს.

„არ შემეძლო ამდენი დრო დამეკარგა, ღმერთმა მაპატიოს ეს სიტყვები, როცა შვილზეა საუბარი, მაგრამ გულახდილი ვარ, მაშინ ასე ვფიქრობდი, არ ვჩქარობდი. სულ ერთად ვიყავით, სულ რაღაცას წერა. დილა საუბარში გვათენდებოდა. ვერ წარმომედგინა, რომ რამეს შევეზღუდე, ეს შეზღუდვები მაშინებდა და როცა უკვე ასაკის, ავადმყოფობის შემეშინდა, მოვინდომეთ რაღაც-რაღაცეები, როგორც საჭირო იყო. ჩემი და ამ დარგის ექიმია, თუმცა არაფერი გამოვიდა და გავჩერდი, მცდელობები შევწყვიტე.

ვახუშტის შეეძლო ეთქვა იყოლიე შვილიო, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჩემი ბედისწერა ეს იყო და ჩემი ცხოვრება თვითკმარი იყო.

შემოქმედება იყო ჩემი ქმარიც და შვილიც. ვახუშტი მეძახდა ხოლმე ცოლ-შვილს, ეს არის ჩემი ცოლ-შვილიო“, – ჰყვება მზეო გოგოჭური.

ცნობისთვის, მზეო გოგოჭურის და ვახუშტი კოტეტიშვილის განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია ყველასთვის ცნობილია.