რუმინეთის ულამაზესი ქალაქი ბრაშოვი გეგმავს რომ სრულად ეკოლოგიური გახდეს. 2022 წლისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ელექტრონულ ძრავზე იმუშავებს.
პროექტის მთავარი მიზანი – ჰაერის შემადგენლობის გასუფთავებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაშოვი რუმინეთის ყველაზე დიდი ქალაქების ათეულშია, ჰაერი ქალაქში საკმაოდ სუფთაა. ბოლო წლებში ატმოსფეროს დაბინძურების დონე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. 2022 წლიდან კი ხელისუფლება ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას გეგმავს.
ზოგადად, ბევრი ევროპული ქალაქი ირჩევს ელექტრონულ ტრანსპორტს, რათა ჰაერის ხარისხი გააუმჯობესოს. მაგალითად, პრაღაში ტროლეიბუსების დაბრუნება გადაწყვიტეს, რათა არაეკოლოგიურ ავტობუსებზე თქვან უარი. პარიზში 2024 წლის ოლიმპიადისთვის ასობით ელექტრო ავტობუსის შემოყვანა იგეგმება. ცოტა ხნის წინ საფრანგეთის რამდენიმე პატარა ქალაქში ექსპერიმენტიც წამოიწყეს – 3 წლის განმავლობაში მოსახლეობა მხოლოდ ელ–მობილებით იმოძრავებს.