„2022 წლისთვის დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 3.12 არის აღებული“, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის შეფასებით ნაწილშია ნათქვამი. ამავე დოკუმენტის მიხედვით, წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 2.5%-ია. 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 18.7 მლრდ ლარი იქნება, რაც 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 751 მლნ ლარით (4.2%-ით) მეტია. მატებას საგადასახადო შემოსავლების 2 მლრდ ლარით ზრდა განაპირობებს.
რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ ამბობენ, რომ ვაქცინაციის დაბალი ტემპიდან გამომდინარე, 2022 წელს პროგნოზირებული 6%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ოპტიმისტურია. მათი განმარტებით, მომავალ წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, პირველ რიგში, პანდემიის შეჩერებაზე, ან ინფიცირებულების რაოდენობის შემცირებაზე იქნება დამოკიდებული, რაც ვაქცინაციის ტემპის ზრდით არის მიღწევადი. სხვა შემთხვევაში, მთავრობას, შესაძლოა, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესება მოუწიოს, რაც ეკონომიკის ზრდას დააბრკოლებს.
თუ ინფიცირებულების რაოდენობა არ შემცირდება, მთავრობას, შესაძლოა, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესება მოუწიოს