LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის პირველი თვე საქართველოში ტურისტებისა და შემოსავლების ზრდის დინამიკით გამოირჩეოდა

73
1468509048-13247896-1171818599497056-4040798875784256894-o

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი იანვარში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების მნიშვნელოვნად გაზრდას აფასებს.

მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, საზღვარზე რეგულაციების შემსუბუქების, საერთაშორისო ბაზრებზე აქტიური მარკეტინგული კამპანიის შედეგად, 2022 წლის პირველი თვე ტურისტებისა და შემოსავლების ზრდის დინამიკით გამოირჩეოდა.

„იანვარი დავიწყეთ ძალიან პოზიტიური შედეგით როგორც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის თვალსაზრისით, აგრეთვე საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების აღდგენის კუთხით, 2019 წელთან მიმართებით. ეს განპირობებულია მთელი რიგი ფაქტორებით: ქვეყნის გახსნა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, გატარებული მარკეტინგული აქტივობები და ძალიან სწორი პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ეს კიდევ ერთი საშუალებაა, რომ გვქონდეს ძალიან პოზიტიური მოლოდინი, რომ 2022 წელს შევძლოთ სწრაფად და მდგრადად აღვადგინოთ ტურიზმის სექტორი“, -აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

ცნობისთვის, 2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114,022,899 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3% აღდგენაა. 2021 წლის იანვრის თვესთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 103,663,879 (+1,007%) აშშ დოლარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები