LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლიდან ქვეყნები ტურისტულ გადასახადს აწესებენ – ნახეთ, სად მოგიწევთ მოგზაურობის საფასურის გადახდა

319
1

ორი წელია, პანდემიის გამო მუდმივი კოვიდშეზღუდვებისა და ჩაკეტვის პირობებში, ტურისტული სექტორი თავის გადარჩენისთვის იბრძვის. განსაკუთრებით დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებიან ქვეყნები, რომლებიც წარსულში, განსაკუთრებით, სწორედ ტურიზმს ეყრდნობოდნენ.

აქედან გამომდინარე, მრავალმა ქვეყანამ ახალ სტრატეგიას მიმართა და 2022 წლიდან “ტურისტული გადასახადის” დანერგვას იწყებს.

მართალია, მოგზაურობის გადასახადის დაწესების შესახებ რამდენიმე ქვეყანამ პანდემიის დაწყებამდეც განაცხადა და ასევე, ზოგიერთ ქვეყანაში ეს გადასახადი ტურისტებს უკვე გადახდილიც აქვთ სასტუმროს ფასთან ან ბილეთთან ერთად, თუმცა 2022 წლისთვის ამ ქვეყნების ჩამონათვალი უფრო იზრდება.

Euronews გთავაზობთ ინფორმაციას იმ ქვეყნების შესახებ, რომლებშიც 2022 წელს მოგზაურობის გადასახადი იმოქმედებს.

2022 წლიდან შენგენის ზონაში შესასვლელად ახალი გადასახადი წესდება იმ მოგზაურებისთვისაც, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები. 

ცნობილია, რომ შენგენის ზონაში შესვლის დროს მგზავრებს აპლიკაციის შევსება და 7 ევროს გადახდა მოუწევთ, ამის გარეშე კი  საზღვარს ვერ გადაკვეთენ.

როგორც Euronews წერს, აპლიკაცია აქტიური იქნება შევსების დღიდან 3 წლის განმავლობაში და თუ ამ სამი წლის განმავლობაში შენგენის ზონაში თქვენ რამდენჯერმე შეხვალთ, გადასახადის თავიდან გადახდა აღარ მოგიწევთ.

იტალია:

იტალიაში ტურისტული გადასახადი რეგიონზეა დამოკიდებული და ის 3-დან 7 ევრომდე მერყეობს.

ვენეცია:

2022 წლის ზაფხულიდან ვენეცია აპირებს ტურისტებისთვის მოგზაურობის გადასახადი დააწესოს.

ევრონიუსის ინფორმაციით, გადასახადი 3

ევროდან 10 ევრომდე მერყეობდა, იმის მიხედვით, თუ რომელ სეზონზე სტუმრობენ ვიზიტორები ქალაქს.

2022 წლის ბოლოსთვის, ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებს, მათ შორის ამერიკელებს, ავსტრალიელებს, ბრიტანელებს და სხვა მოგზაურებს შენგენის ზონის გარეთ, მოუწევთ 7 ევროს აპლიკაციის შევსება.

18 წლამდე ან 70 წელზე უფროსი ასაკის პირებს კი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ.

? მოგზაურობის გადასახადს აწესებს ავსტრიაც:

ავსტრიაში ჩასულ ტურისტებს, სასტუმროს ნომრის გადასახადზე 3% დაემატებათ.

ბელგია

ბელგიაში ჩასულ მოგზაურებს სასტუმროს ნომრის ქირაობასთან ერთად მოუწევთ, დამატებითი გადასახადი გადაიხადონ,  დაახლოებით, 7,5 ევრო.

ჩეხეთი

ჩეხეთში ტურისტს ერთი ღამით დარჩენისთვის დაახლოებით 1 ევროს გადახდა მოუწევს.

საფრანგეთი

საფრანგეთში დამატებითი ტურისტული გადასახადი სასტუმროს ხარჯებზეა მიბმული და ერთი ღამის განმავლობაში 20 ცენტიდან 4 ევრომდე მერყეობს.

გერმანია

გერმანიაში ტურისტული გადასახადი სასტუმროს ნომრის საფასურთან ერთად არის და დამატებით 5%-ს შეადგენს.

?  საბერძნეთი

საბერძნეთში ტურისტული გადასახადი სასტუმროს ნომრის საფასურზეა დამოკიდებული და 0-დან 4 ევრომდე მერყეობს.

ნიდერლანდები

ნიდერლანდებში მოგზაურობის გადასახადი სასტუმროს ნომერს ემატება და დამატებით 7%-ს შეადგენს.

?  ესპანეთი

ტურისტული ადგილების მიხედვით განსხვავდება მოგზაურობის გადასახადი ესპანეთშიც – ყველაზე მაღალი გადასახადი აქ ისეთ კურორტებზეა, როგორიცაა მალიორკა, იბიცა და მენორკა. ერთი დღის განმავლობაში გადასახადი აქ 4 ევრომდე მერყეობს.

?  აშშ

მოგზაურობის გადასახადს გადაიხდიან ასევე ტურისტები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ესტუმრებიან – აქ გადასახადი ასევე სასტუმროზეა მიბმული, ღირებულება კი კონკრეტულ შტატზეა დამოკიდებული.

აშშ-ში ყველაზე მაღალი გადასახადი, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონშია და ნომრის 17% შეადგენს.

?  ტაილანდი

მოგზაურებისთვის გადასახადს აწესებს ტაილანდიც – 2022 წლის აპრილიდან ტურისტებს 300 ბატის გადახდა მოუწევთ, რაც 28 ლარის ექვივალენტია.

როგორც ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნულ თანხას ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები