LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს საქართველოში ერთი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 1 453.8 ლარი იყო

114
300 ლარი

2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობამ 1 596.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.3%-ით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 19%-ით გაიზარდა და 1 453.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 18.6%-ით გაიზარდა და 432.7 ლარს გაუტოლდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერები, რომლის წილიც 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.9% შეადგინა.

2022 წელს საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები 17.3%-ით, ხარჯები კი 20.3%-ით გაიზარდა

ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლები ქალაქის ტიპის დასახლებებში 15%-ით გაიზარდა და 967.9 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 21.4 პროცენტით გაიზარდა და 628.1 მილიონი ლარი იყო.

ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 46% შეადგინა. ასევე გაზრდილია თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 2.2 პროცენტული პუნქტით და 12.4 პროცენტს უტოლდება. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.6 პროცენტი შეადგინა.

2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 551.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.3%-ით მეტია.

ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯები ქალაქის ტიპის დასახლებებში 19.2%-ით გაიზარდა და 951.5 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 22.2%-ით გაიზარდა და 600.4 მილიონი ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები