LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს საქართველოს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა

140
საქართველოს ტურიზმი

“2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,516,634,479 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის  107.6% აღდგენაა” – ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. 2021 წელთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 2,271,692,761  (+182.5%)  აშშ დოლარით.

“2022 წლის დეკემბრის თვეში  მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 363,306,614   აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 167.2% აღდგენაა,  2021 წლის დეკემბრის თვესთან  შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია   +237,255,596  (+188.2%)  აშშ დოლარით.

"ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი შიდა ტურიზმის განვითარებაა" - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წელს აჯამებს

ზამთრის კურორტების პოპულარიზაციის მიზნით, პირველად ჩატარდა სათხილამურო შეჯიბრი “ზურულდი 2022”.

რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას – საქართველოში 2022 წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

2022 წელს  2019 წელთან შედარებით  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების  71.9%,  ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58 % აღდგა.

გასულ წელს  გასულ  წელს ჯამში საქართველოში 5,426,903 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2021 წელთან შედარებით +188.5%-ით მეტია.

2022 წელს  ქვეყანაში 3,652,949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს  +131.6%-ით აღემატება.

ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა 2022 წლის დეკემბერი. ამ პერიოდში საქართველოში 564,656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 84.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +216.9%-ია.

2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 304,616 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც  2019 წლის მონაცემის 97.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +110.7%-ია”, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინიტსრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები