ენერგოომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს მთლიანობაში ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი.
„2022 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა 3 მოქალაქე, აფეთქების შემთხვევებიდან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა.
2022 წელს მთლიანობაში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი“. – აღნიშნულია ანგარიშში.