LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადერთი თეორიული გამოსავალი ისაა, რომ აღიარონ, ბოდიში მოიხადონ და წავიდნენ: ირაკლი კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”

“ჩვენ შემდეგი 3 წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ „ნაცმოძრაობის“ დასასუსტებლად – ეს არის ერთადერთი გზა პოლარიზაციის დასასრულებლად”,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აქედან ერთადერთი თეორიული გამოსავალი ისაა, რომ მათ აღიარონ, ბოდიში მოიხადონ და წავიდნენ.

„ამის არავის გვჯერა. მათ რომ ჰქონდეთ ასეთი ღირსება, ბუნებრივია იმ დანაშაულებსაც არ ჩაიდენდნენ. ამიტომ პრაქტიკულ გამოსავალზე თუ ვისაუბრებთ, ეს დამნაშავე ძალა უნდა დასუსტდეს. ჩვენ შემდეგი 3 წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ძალის დასასუსტებლად – ეს არის ერთადერთი გზა პოლარიზაციის დასასრულებლად“, – განაცხადა კობახიძემ.