LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რას არ მივცემდით, რომ ის გადარჩენილიყო… ას ასეთ ჯოჯოხეთურ ღამესაც კი გავუძლებდით” – რას წერს მერაბ კობიაშვილის მეუღლე

გორის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს 2020 წლის თებერვალში გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილი. გადაწყვეტილება 2021 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა.

12-ი ნაფიც მსაჯულის მიერ ერთხმად მიიღებულ გადაწყვეტილებას კობიაშვილის მეუღლე ვრცელი პოსტით ეხმიანება სოციალურ ქსელში.

“იცით რომ მილიონ ვერსიას წარმოვიდგენდი გონებაში ამ ამბის დასრულების და იქიდან არც ერთი რომ იყო ცუდი?!

რადგან პირველივე დღეს, როცა კადრები ვნახე, ყველა ჩემს თავში დასმულ კითხვას პასუხი გაეცა – თუ რატომ მოიქცა მერაბი ასე და როგორც ერთმა, რიგითმა ადამიანმა ვიფიქრე – აბა რა უნდა ექნა?!

ხოდა, ასე იფიქრეს “ჩვენმა” ნაფიცმა მსაჯულებმაც…

მერაბის უდანაშაულობის დამამტკიცებელი ჯაჭვი ერთი ბოლო, თავიდანვე მოგვცა განგებამ და ჩვენ უბრალოდ ამ ჯაჭვს, თვალდახუჭული, ნაბიჯნაბიჯ გავყევით…

და აი გავიმარჯვეთ კიდეც

(ტარიელ, ახლა მაინც ხომ გჯერა ჩემი წინათგრძნობის?! ამ საქმეზე მე დაცვის მოწმე ვიყავი და სანამ არ დავიკითხებოდი, არ მქონდა უფლება პროცესზე დასწრების, მხოლოდ ბოლო ორი დღე მომიწია შესვლა და ვნახე, რამხელა ძალა უნდა ნაფიც მსაჯულობას, როგორი ძლიერი ფსიქიკის უნდა იყო ადამიანი, რომ პროკურორების შუბლისძარღვგაწყვეტილ პოზიციას უსმენდე თვეზე მეტხანს (დაცვის მხარეს მხოლოდ ერთი კვირა დაგვჭირდა მტკიცებულებების წარსადგენად) და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანო…

სიმართლე გითხრათ ცოტა მეშინოდა თქვენი

ერთადერთ რამეს ვთხოვდი ღმერთს, რომ პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არ მოქცეულიყავით და აი ამ დღეს, ჩვენ ხელმეორედ დავიბადეთ თქვენი წყალობით

ჰოდა მადლობა თქვენ

ჩემო გოგოებო და ბიჭებო (Tamari, ეკატერინე, Ani, Ana, Ana, Tatia, Mariam, Elene,Data, Jaba, Irakli, ჩემო, მაგარო Tariel იცოდეთ რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნები Cismari, შენ რომ არ მყოლოდი, არც კი ვიცი რა მეშველებოდა

ხალხო, არ ვიცი რა გითხრათ, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ყველა იმ კეთილი სიტყვისთვის, ყველა გულწრფელი ემოციისთვის, რაც მთელი ეს დრო ჩვენთვის გაიღეთ

იცოდეთ რომ ამ სამყაროში არაფერი იკარგება უკვალოდ და თქვენი ეს დადებითი ენერგია ასმაგ წყალობად დაგიბრუნდებათ უკან
მერაბის ძალიან დიდო და მაგარო სანათესავო, სამეგობრო, თქვენ რომ არ მყოლოდით წარმოდგენაც არ მინდა როგორ ვიქნებოდით

ჩემო (უკვე ჩემო) ხევო და იქ მცხოვრებო ყველაზე მაგარო ხალხო, მადლობა

მადლობა ჩემს მსახიობებს, მომღერლებს, ჟურნალისტებს, იმ ცნობილ ადამიანებს, ვინც მთელი ეს პერიოდი ჩვენთან იყავით და მერაბის გათავისუფლებას ითხოვდით

მადლობა ქართულ ლეგიონს უკრაინაში, იქ მებრძოლ ძალიან მაგარ ბიჭებს

ჩემს, ჩვენს ჯარისკაცებს

ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს თამაზი, Nato… ყველას ვერც გნიშნავთ აქ იმ გარდაცვლილ ბიჭზე კი, არ ვიცი რა უნდა ვთქვა ისეთი, რაც ჩემი და მერაბის ტკივილს გამოხატავს…

რას არ მივცემდით, რომ ის ცოცხალი ყოფილიყო, რომ გადარჩენილიყო…

ას ასეთ ჯოჯოხეთურ ღამესაც კი გავუძლებდით

მაგრამ ამის შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია…მხოლოდ ღმერთს აქვს ამაზე პასუხები

და ყველა, როდისმე, წარვდგებით იქ, უფლის სამსჯავროზე

მიყვარხართ მართალო ადამიანებო”,- წერს ნატა ქიტესაშვილი.

ცნობისთვის, კობიაშვილს ბრალად ჰქონდა წაყენებული 19-109 და 108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული – ერთი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და განზრახ მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას მინიმუმ 7-წლიანი პატიმრობა, მაქსიმუმ კი უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

საქართველოს კანონმდებლობით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.